შეკვეთილთან მდებარე საკონცერტო დარბაზი – Black sea arena ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება

საკონცერტო დარბაზი Black sea arena ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება. საკონცერტო დარბაზი შეკვეთილთან ახლოს აშენდა და ის 8700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. საკონცერტო სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი ძვირად ღირებული ტექნიკითაა აღჭურვილი, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული. სამშენებლო სამუშაოებს ასოციაცია „ატუ“ და კომპანია „ელიტა ბურჯი“ აწარმოებს. საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები