კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვანო პაპიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, უწყებაში მიმდინარეობს როტაცია, რომლის ფარგლებში პაპიაშვილი სხვა თანამდებობას დაიკავებს.