პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი სტრასბურგში, 23-24 მაისს, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთანაც. შეხვედრებზე განხილავენ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებული “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცვლილებების შემჭიდროვებულ ვადებში შესწავლის მზადყოფნა წერილით დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები