“ქვეყნებში, სადაც უზრუნველყოფილია განათლების მაღალი ხარისხი, ცხოვრების დონეც შესაბამისი იქნება”

ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის პროფესორი სერჯიო ბერტოლუჩი ფიქრობს, რომ აღნიშნული იდეა განსხეულებაა მიზნისა, შეიქმნას ისეთი რამ, რაც საქართველოს მსოფლიო რუკაზე დაუმკვიდრებს მოწინავე ადგილს.
სერჯიო ბერტოლუჩი საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობს, რომ აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ამ პროცესში დასაწყისიდან, დღეიდან ჩაერთვება.
“ახალგზარდა თაობაში, რომელიც ამ პროცესს უხელმძღვანელებს, ვგულისხმობ, თქვენი ასაკის პირებს. ცოდნა ხდება უმნიშვნელოვანესი პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით. ქვეყნებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება განათლების მაღალი ხარისხი, ცხოვრების დონეც შესაბამისი იქნება. ეს დაამკვიდრებს მდგრადი მომავლის იდეას, დაამკვიდრებს მოდელს, რომელიც თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შესაბამისი მომავლის შექმნას უზრუნველყოფს”,-განაცხადა სერჯიო ბერტოლუჩიმ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები