“ეს ინსტიტუტი მომავალში ძალიან თვალსაჩინო სარგებელს მოიტანს განათლების კუთხით”

მადრიდის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი ცეზარ გომესი აცხადებს, რომ ქვეყნებისთვის, როგორებიც ესპანეთი და საქართველოა, მსგავსი ცენტრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ცეზარ გომესი ამბობს, რომ ის არის ესპანელი, სადაც მეცნიერება განსაკუთრებით განვითარებული არაა და სწორედ ამიტომ ესმის ამ ინიციატივის მნიშვნელობა.
“თუ ჩვენ უზრუნველვყოფთ ტექნოლოგიების, სტუდენტების, მკვლევარების მაღალ ხარისხს, ეს დიდი მიღწევა იქნება ისეთი ქვეყნებისათვის, როგორებიცაა საქართველო ან სულაც ესპანეთი. ეს ინსტიტუტი მომავალში ძალიან თვალსაჩინო სარგებელს მოიტანს განათლების კუთხით, სამაგისტრო პროგრამების დაარსების მეშვეობით. თუმცა მისი უმთავრესი ღირებულება მაინც ისაა, რომ აქ ჩატარებულ კვლევის შედეგებს მყისიერი ეფექტი ექნება საზოგადოებაზე. ვგულისხმობ სიმსივნის მკურნალობას”,-განაცხადა ცეზარ გომესმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები