ტარიელ ხეჩიკაშვილი: სპორტსმენები და სპორტი პოლიტიკას უნდა გაემიჯნოს

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყველა სპორტსმენი წინასაოლიმპიადო სამზადისშია და შესაბამისად, ისინი არიან შეკრებებზე. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კორცხელში, გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში სპორტსმენების მონაწილეობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, მოქმედი სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ მსგავს ინციდენტში.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი ინციდენტები სპორტულ ოჯახს და ქვეყნის დემოკრატიულ ინტერესებს ლახავს. მინდა, ვთხოვო არა მარტო სპორტსმენებს, არამედ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, თავი შეიკავონ მსგავსი ინციდენტებისგან. ჩვენ ერთად გავიარეთ ძალადობის ეპოქა. საბედნიეროდ, მივდივართ იქითკენ, რომ ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მინისტრის თქმით, სპორტსმენები და სპორტი უნდა გაემიჯნოს პოლიტიკას, სპორტსმენებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ასახელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები