“ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ, მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქვეყნის ისტორიაში”

პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი გუიდო ტონელი აცხადებს, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტი საფუძველს დაუდებს ახალ მიღწევებს არა მარტო სამედიცინო დარგში, არამედ ზოგადად, ყველა მიმართულებით.
“ეს ინსტიტუტი გამოიწვევს ახალი ტექნოლოგიების მყისიერ განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამყაროში, სადაც სიტყვა „ინოვაცია“ უმნიშვნელოვანესი ტერმინია”,-აცხადებს გუიდო ტონელი
მისივე აზრით, მომავალში მნიშვნელოვანი პოზიცია ექნებათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ინოვაციური პროდუქტის შექმნა შეუძლიათ. დღეს საქართველო ამ მიმართულებით იკვალავს გზას.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები