“საქართველოსთვის ძალიან კარგია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა”

ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ზენშო იოშიდა აცხადებს, რომ მას შურს საქართველოსი, რადგან ეკონომიკური ფაქტორების გამო, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში მეცნიერების დაფინანსება შედარებით შემცირდა.
მან ტექონლოგიური ინსტიტუტის მშენებლობასთან დაკავშრებით განაცხადა, რომ საქართველოსთვის ძალიან კარგია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ამგვარი აქტივობა.
“დარწმუნებული ვარ, რომ გამოყენებითი ფიზიკის თქვენი ქვეყანა განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ითანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, იაპონიასთან”, – განაცხადა ზენშო იოშიდამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალი თაობების განათლება. ამ ტიპის აქტიური ცენტრის არსებობა ძალიან კარგი მოტივაცია იქნება სტუდენტებისათვის. ამ ტიპის განგრძობადი განვითარება ახალი სამეცნიერო მიღწევების შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია.
“ვიმედოვნებ, რომ ამ ინსტიტუტს ექნება არა მხოლოდ კვლევითი დანიშნულება, არამედ საგანმანათლებლო ფუნქციაც და წაახალისებს სტუდენტებს, რაც აუცილებელია. მე ეს იდეა მომწონს და მიმაჩნია, რომ იგი საკმაოდ წარმატებული იქნება”,-აღნიშნა ზენშო იოშიდამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები