“ტექნოლოგიური ინსტიტუტი არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანასაც მოუტანს სარგებელს”
ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მეცნიერ მკვლევარი ლუის-ალვარეზ-გომესი აცხადებს, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი ცენტრი ტექნოლოგიების, მეცნიერების, განათლების კუთხით.
ლუის-ალვარეზ-გომესის თქმით, ის არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანასაც მოუტანს სარგებელს. ხელს შეუწყობს მრავალ ნაყოფიერ თანამშრომლობას სიმსივნის მკურნალობის დარგში.
„ეს თერაპიული მეთოდი მრავალი წლის წინ შემუშავდა, თუმცა მხოლოდ ახლახანს მივხვდით, როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ის სარგებელს მოუტანს უამრავ პაციენტს. მიმაჩნია, რომ აქ იქნება შესანიშნავი გარემო კვლევის ჩასატარებლად. კვლევა და განათლება საზოგადოების მომავალს ქმნიან”,-განაცხადა გომესმა.
ლუის-ალვარეზ-გომესის შეფასებით, პირველ რიგში, ფართო საზოგადოებისათვის სასიხარულო იქნება ის, რომ აქ შესაძლებელი გახდება სიმსივნის თერაპიის ახალი მეთოდის გამოყენება, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევებშიც, როდესაც რადიაციული თერაპია ეფექტური არ არის. ეს მიიღწევა ნაწილაკების აჩქარების მექანიზმის ახლებური გამოყენების შედეგად.
“ამ მიმართულებით მუშაობა, მათ შორის, ჩემს სამუშაო ადგილას CERN-ში უკვე ბოლო 60 წლის მანძილზე მიმდინარეობს. ამგვარად, ეს მიმართულება დადებით შედეგებს საზოგადოებას თითქმის ამოქმედებისთანავე მოუტანს. მეორე მიმართულება, რომლის გაზომვა ცოტათი რთულია, შეეხება ინსტიტუტის გავლენას განათლებისა და კვლევის დონის ზრდაზე. ეს ამ ტიპის აქტივობების საინტერესო დამატებითი დანიშნულება”,-აღნიშნა მან.