თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო – მონაწილეობდა თუ არა სამხედრო პირი კორცხელის ინციდენტში

თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს კორცხელში მომხდარ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მოკვლევა დაიწყო. თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ნამდვილად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, ლაშა დვალიშვილია, თუმცა მის დაპირისპირებაში მონაწილეობას სამინისტროში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფაქტის მოკვლევით და სიმართლის დადგენით პირადად არის დაინტერესებული. მინისტრის ბრძანებით, მოკვლევა ამ წუთებში მიმდინარეობს, მოწმდება ყველა ვიდეომასალა, რაც გუშინდელ ინციდენტს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები