“იყო დრო, როცა კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა არ არსებობდა და ახლა ეს სივრცე შეივსება”

ფიზიკოსი ნელი საპოჟნიკოვა აცხადებს, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტი ახალგაზრდებს გაუჩენს შესაძლებლობას, მიიღონ კარგი სამეცნიერო ფუნდამეტი.
საუბარში ნელი საპოჟნიკოვა აცხადებს, რომ იყო დრო, როცა კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა არ არსებობდა და ახლა ეს სივრცე შეივსება.
“თვითონ მიმართულება, რომელიც კიბოს თერაპიას ითვალისწინებს, ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია, რომლის გარეშეც სიმსივნის გარკვეულ სახეობის მკურნალობა შეუძლებელია, ამ მეთოდს კი დადებითი შედეგი აქვს. ამ საკითხში ძალიან ბევრი ბიოლოგიური და სამედიცინო პრობლემაა, რომელიც შესწავლას საჭიროებს. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები მუშაობენ ამ საკითხზე და ჩვენც ვერთვებით პროცესში. ჩვენი ცოდნა, ბეგრაუნდი, გამოცდილება, შეგვიძლია მივმართოთ ერთიანად და ვასწავლოთ სტუდენტებს”, – განაცხადა საპოჟიკოვამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დიღომში, ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები