გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურას თბილისის საკრებულო სამშაბათს განიხილავს

თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა ჯერ შერჩეული არ არის.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი წარდგენილია სამგორის რაიონის გამგებლად და საკრებულოს სხდომაზე მოხდება მისი კანდიდატურის დამტკიცება.
„დროებით მოვალეობას სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე შეასრულებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩამოვყალიბდებით კანდიდატურაზე, იგი წარდგენილი იქნება საკრებულოში“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაგრატიონი გასულ კვირას თბილისის მერიამ საკრებულოში სამგორის რაიონის გამგებლის პოსტზე დასამტკიცებლად წარადგინა. გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურას თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები სამშაბათს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები