ლევან ბერძენიშვილი: ყველანაირი ტექსტი, რომელიც მომხდარ ძალადობას ამართლებს, მიუღებელია

„ყველანაირი ტექსტი, რომელიც მომხდარ ძალადობას ამართლებს, არის მიუღებელი“,- ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ბერძენიშვილის შეფასებით, ის, ვინც ხელს იქნევდა, ხელს თავის ქვეყანას უქნევდა.
„ყველანაირი ტექსტი, რომელიც მომხდარ ძალადობას ამართლებს, არის მიუღებელი, გაუაზრებელი და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. მოვისმინეთ განცხადებები, რომ ყველაფერი მათი ბრალია, ვინც გაილახა. მსგავსი ცინიკური განცხადებები უბრალოდ წარმოუდგენელია. ქვეყანაში არის სისტემა, რომელიც უნდა მუშაობდეს. ყველა დამნაშავე უნდა გამოვლინდეს, დაისაჯოს და მაშინ გაირკვევა, ვინ ვინ არის, ვინ არის მართალი და ვინ – დამნაშავე“, – განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები