დავით ნარმანია: ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია

დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია კორცხელში საარჩევნო უბანთან გუშინ მომხდარ დაპირისპირებას.
”ჩვენი პოზიცია უცვლელია ამასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვისწავლოთ არჩევნების დემოკრატიული ფორმით ჩატარება, ძალადობის გარეშე და დემოკრატიული გამოვლინების ფორმებით. უნდა შევძლოთ მშვიდად უბანზე მისვლა, მშვიდად ხმის მიცემა და ა.შ. საკითხი გამოძიებული იქნება, შესაბამისი ორგანოები მუშაობენ და ადეკვატური რეაგირება იქნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები