აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს – “შეწყდეს ყარაბაღის დროშების ფრიალი”

აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს, კერძოდ კი, საქმე თბილისში, რამდენიმე ღონისძიებაზე მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროშები აფრიალდა.
ბაბაევის განცხადებით, დახმარების თხოვნით, კონგრესმა, პრემიერის სახელზე წერილიც გააგზავნა, პრემიერისგან დაბრუნებულ წერილში კი ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული საკითხით აუცილებლად დაინტერესდებოდნენ შესაბამისი უწყებები და საქმესაც გამოიძიებდნენ.
„ამ ბოლო დროს საქართველოში გახშირდა სეპარატისტული დროშების ფრიალი. როგორც იცით, 24-25 აპრილს, გენოციდის დღესთან დაკავშირებით, მოხდა სამწუხარო ფაქტი – საქართველოში ე.წ. არცაკის, კერძოდ კი, არ აღიარებული მთიანი ყარაბაღის დროშა აფრიალდა. შემთხვევა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ახალციხეში და ახალქალაქში მოხდა. სამწუხაროა ეს ფაქტი, როდესაც საქართველო თავად ებრძვის სეპარატიზმს და სეპარატისტებს, რომლებსაც ქვეყნის 20 პროცენტი აქვთ დაკავებული.
ჩვენ მივწერეთ საქართველოს ხელისუფლებას და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები“, – განაცხადა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები