ალი ბაბაევი – სომხეთის ატომური ელექტროსადგური საქართველოს საფრთხეს უქმნის

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი მიიჩნევს, რომ სომხეთში მდებარე მეწამორის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ერევნიდან 30 კილომეტრის მოშორებითაა, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონს და მათ შორის საქართველოსაც.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ იქ უბედური შემთხვევა მოხდება, შედეგი იმაზე გაცილებით უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ეს წლების წინ, უკრაინაში, ჩერნობილის ტრაგედიას მოჰყვა. ბაბაევის განცხადებით, სადგური შესაძლოა, ახლაც გაუმართავ მდგომარეობაში იყოს, რადგანაც სპიტაკის მიწისძვრის მერე ის წლების მანძილზე აღარ ფუნქციონირებდა. ბაბევმა, ამ რამდენი ხნის წინ საქართველოში, ურანის საქმეზე, სომხეთის მოქალაქეების დაკავების ფაქტიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ზემოთ ხსენებული პრობლემის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები