მიხეილ სააკაშვილმა ვარადებული ლაშხიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ოდესის გუბერნატორი კორცხელის საარჩევნო უბანზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა კორცხელის საარჩევნო უბანზე გამარჯვებულს “ნაცმოძრაობის“ კანდიდატს ვარადებული ლაშხიას კიევიდან მიულოცა.
როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის საქართველოს ისტორიული შემობრუნება.
“დღეს არის მთელი საქართველოს ისტორიული შემობრუნება, რადგან თქვენ მანდ და ნასაკირალში ორივემ, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, პირველად “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა ძალიან მაგარი გამარჯვება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი შემობრუნდა და ყველაფერი დაუბრუნდა სწორ გზას და ეს არის თქვენი დამსახურება, ხალხის დამსახურება. ძალიან მაგარი ხალხი გყავთ მანდ”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები