გუგული მაღრაძე – სამეგრელოს არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეპეტიცია იყო

სამეგრელოს არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი რეპეტიცია იყო იმისა, თუ როგორ აპირებენ ისინი წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ მოქცევას, -ასეთი შეფასება მისცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას კორცხელის ინციდენტს.
„ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, არჩევნები წავიდეს ისეთი მიმართულებით, მათ გაუჩნდეთ იმის თქმის საფუძველი, რომ არჩევნები არალეგიტიმური და მიკერძოებული იყო, შემდეგ კი დაიწყონ გამოსვლები ამ არჩევნების წინააღმდეგ“, – განაცხადა მაღრაძემ „ კვირაში“ სტუმრობისას.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პროვოკაციების მოწყობა კარგად აპრობირებული მეთოდია და საზოგადოება, მათ შორის ახალგაზრდებიც, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ და არ წამოეგონ ამ პროვოკაციას.
„ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების გაყალბებას. არ აწყობს ხელისუფლებას ასეთი ორომტრიალი. მან ჩაატარა ორი არჩევნები და მესამე არჩევნების ჩატარება ნიშნავს ჩვენი, როგორც დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კი ეს არ აწყობს. დარწმუნებული ვარ, ეს იყო პროვოკაცია, თუმცა მეორე მხარეც არის. ამ პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდნენ.  ყოველი სხდომის წინ საკუთარ თავს ვეუბნები, რომ რაც უნდა მითხრას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არ დავკარგავ წონასწორობას და არ გამოვეხმაურები-მეთქი, თუმცა ეს საკმაოდ ძნელია“, – განაცხადა მაღრაძემ. .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები