“კვირა” ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს და კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს

საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი “კვირა” სააგენტო “აიპრესის” ჟურნალისტის მიმართ დღეს განხორციელებულ ქმედებას გმობს და კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს.
ინციდენტი დღეს კორცხელში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მოხდა. სამეგრელოში “აიპრესის” გადამღებ ჯგუფს დაუდგენელმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო “აიპრესი” ავრცელებს. უცნობმა პირებმა “აიპრესის” ჯგუფს წაართვეს ტელეფონი, საიდანაც წაუშალეს ყველა აუდიო ჩანაწერი, ფოტო მასალა.
მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული პირები გადაადგილდებოდნენ შემდეგი სერიისა და ნომრების ავტომანქანებით: FI-050FI; GR-001-OM; EGE-363. “აიპრესი” აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მასვე გადაუგზავნა კონკრეტული მანქანების ნომრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები