“არჩევნებმა ორმოცდახუთივე უბანზე შიგნით მშვიდ ვითარებში ჩაიარა, თუმცა კორცხელის ინციდენტმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს”

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია და საერთო ჯამში არჩევნებმა ორმოცდახუთივე უბანზე მშვიდ ვითარებში ჩაიარა, – აღნიშნული განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სულ შესულია 19 საჩივარი, აქედენ ოლქში 11, ხოლო საუბნო კომისიებში 8 საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრები უმეტესად ტექნიკური ხასიათისაა. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 14,77% გლდანში, ხოლო ყველაზე მღლი აქტივობა – 64,9% ზუგდიდში დაფიქსირდა.
სხვა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: გარდბანი 32.83%, კასპი ,47.97%, წყალტუბო 55.99% ,ოზურგეთი56.94%, ხობი 50 % .
თამარ ჟვანიას განცხადებით, კორცხელის თემში მომხდარმა ინციდნტმა საარჩევნო გრემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად წარიმართება. ”არჩევნებმა ორმოცდახუთივე უბანზე შიგნით მშვიდ ვითარებში ჩაიარა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე კორცხელის თემში მომხდარმა ინციდენტმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს. გამოძიება დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ დროულად დასრულდება, დამნაშავეები კანონის შესაბამისად დისჯებიან. ეს უნდა გახდეს მაგალითი. საარჩევნო პროცესებში ძალადობის ადგილი არ არის და ეს უნდა დასრულდეს”, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები