საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, 17:00 საათისთვის, 12 033-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

17:00 საათის მდგომარეობით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 12 033 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო ოლქების მიხედვით, ამომრჩეველთა შემდეგი აქტივობა ფიქსირდება: – გლდანი – 3 830 მისული ამომჩეველი (11,2%); გარდაბანი – 1 873 მისული ამომრჩეველი (26,3%); კასპი – 1 080 მისული ამომრჩეველი (40,3%); წყალტუბო – 1 755 მისული ამომრჩეველი (50,4%); ოზურგეთი – 2 315 მისული ამომრჩეველი (49,3%); ხობი – 109 მისული ამომრჩეველი (44,7%); ზუგდიდი – 1071 მისული ამომრჩეველი (54,1%).
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54 314-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები