“ჩუმი ბრაზის პროტესტი” – მთავრობის ადმინისტრაციასთან ხურჩაში მომხდარი მკვლელობა გააპროტესტეს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პლატფორმა ”დაიცავი თავისუფლებას” ორგანიზებით აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილებმა ხურჩაში მომხდარი მკვლელობა გააპროტესტეს.
მათ პროეტსტი, რომელსაც “ჩუმი ბრაზის პროტესტი” უწოდეს დუმილით და პლაკატებით გამოხატეს.
შეკრების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქართველების უსაფრხოება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
აქციაზე იმყოფებიან, პოლიტიკოსები, ექსპერტები, არასამათავრობო ორგანიზაციების და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათ გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები