“კორცხელის საარჩევნო უბანთან დაპირისპირება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო”

კორცხელის საარჩევნო უბანთან დაპირისპირება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო, – ამის შესახებ ზუგდიდში, კორცხელში მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მაკა კოდუას ინფორმაციით, დაპირისპირება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მივიდა.
„დილიდან ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა. ბატონი მელიას გამოჩენის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. ქალი ვარ და მთელი საქართველოს გასაგონად ვერ გავიმეორებ, რაც მან იკადრა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი ყოველთვის წინააღმდეგია ყოველგვარი ძალადობის. რაც მოხდა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული ხერხი, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს წააგებს“, – განაცხადა მაკა კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები