თამარ ჟვანია კორცხელის ინციდენტზე: არჩევნები სამოქალაქო პროცესია და გარჩევების დრო არ არის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი უარყოფითად შეაფასა.
მის განმარტებით, არჩევნები სამოქალაქო პროცესია და გარჩევების დრო არ არის.
ჟვანია საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე სიმშვიდის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
”ეს არის მიუღებელი. ასეთი დაპირისპირება საარჩევნო გარემოზე დადებითად არ მოქმედებს და ზოგადად, პროცესს აზიანებს. იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო უბნების შიგნით პროცესი მშვიდად, წესისამებრ მიმდინარეობს, მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ მხარეს, მათ მხარდამჭერებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მოქალაქეს, რომ არჩევნები გახლავთ სამოქალაქო პროცესი და ეს გარჩევების დღე არ არის.
შესაბამისად, მინდა მივმართო მათ, უზრუნველყონ მაქსიმალური სიმშვიდე, თავი აარიდინ ყოველგვარ დაპირისპირებას და საშუალება მისცენ ხალხს, მოქალაქეებს, თავისუფლად გამოხატონ ნება არჩევნებზე”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. საარჩევნო უბანთან სეკრებილები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს-ნიკა მელიას, ტენგიზ გუნავასა და გიგა ბიკერიას ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები