ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირიპისრება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გაუსწორდნენ.
ფიზიკური დაზიანებები „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის თენგიზ გუნავას, ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას აღენიშნებათ.
დაპირისპირების მიზეზი საარჩევნო უბანთან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ნიკა მელიას მისვლა გახდა. უბანთან შეკრებილმა პირებმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რის შემდგაც ხელჩართული ჩხუბი დაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები