ცესკო წყალტუბოში საარჩევნო პროცესის დაგვიანებით დაწყების მიზეზს განმარტავს

ცენტრალური საარჩევნო კომია განმარტავს თუ რატომ გაიხსნა დაგვიანებით წყალტუბოს საარჩევნო უბანი.
როგორც ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქალაძემ განუცხადა,
იმის გამო, რომ წყალტუბოს საარჩევნო უბანზე საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი და პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი იმყოფებოდა და ისინი დაკვირვების პროცესში სხვადასხვა კითხვებს სვამდნენ, კომისიის მუშაობა ოდენავ შეფერხდა და უბანი 10-15 წუთით გვიან გაიხსნა.
”საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო უბანი 07:00 საათზე იხსნება როგორც კომისიის წევრებისათვის, ასევე პოლიტიკური პარტიების სუბიექტების წარმომადგენლებისთვის, დამკვირვებლებისთვის, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. 07:00 საათიდან 08:00 საათამდე კენჭისყისყრის წინა პროცედურები მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ ბევრი პროცედურა – არის წილისყრის პროცედურა, როდესაც კომისიის წევრებს შორის სხვადასხვა ფუნქციის გადანაწილება ხდება, მათ შორის სხვადასხვა მასალის გადანაწილება. ვინაიდან საარჩევნო უბანზე საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იმყოფებოდა, ასევე საკმაოდ ბევრი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი და ისინი დაკვირვების პროცესში სხვადასხვა კითხვებს სვამდნენ, სწორედ ამიტომ კომისიის მუშაობა ოდენავ შეფერხდა და უბანი 10-15 წუთით გვიან გაიხსნა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქალაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას, წყალტუბოს ერთ-ერთი საარჩევნო უბნის გარეთ ”ქართული ოცნების” კოორდინატორის მხრიდან ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ის, რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, მასთან დაკავშირებით შესაბამისმა ორგანოებმა შეიძლება იმსჯელენ და მოიძიონ ინფორმაცია.
“საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების პროცესის ღიად და გამჭირვალედ წარმართვაზე მხოლოდ უშუალოდ საარჩევნო უბანზე. ის, რაც საარჩევნო უბნის გარეთ ხდება, მასთან დაკავშირებით შესაბამისმა ორგანოებმა შეიძლება იმსჯელენ და მოიძიონ ინფორმაცია“, – აღნიშნა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები