ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისში ხვალ, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც “კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა.
პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”. ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსების მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო – ექსპერიმენტული კვლევებისათვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია – მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი – სიმსივნის ადრონული თერაპია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები