ამ წუთებში მაშველებს მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა წყლიდან ამოჰყავთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებს ამ წუთებში მტკვარში რამდენიმე დღის წინ გადავარდნილი მანქანა წყლიდან ამოჰყავთ. მანქანის პოვნა მაშველებმა ორი დღის წინ შეძლეს, თუმცა წვიმიანი ამინდების და მდინარის ჩქარი დინების გამო ავტომობილის ამოყვანა ვერ ხერხდებოდა. შემთხვევის დროს საჭესთან მჯდომი მღვდელ-მონაზვნის, ბასილ კორტავას ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, გამთენიისას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრაგედია მოხდა. მშრალი ხიდის მიმდებარედ “ოპელის” მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა. საჭესთან სამების ტაძრის მღვდელ-მონაზონი ბასილ კორტავა იჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები