ჩინეთი გეგმავს, ადამიანი კოსმოსში საჰაერო ბურთით გაუშვას

ჩინელი მეცნიერები კოსმოსში ადამიანის გაშვებას სტრატოსტატის მეშვეობით გეგმავენ. ამისთვის მათ უკვე შექმნეს სპეციალური კომბინეზონი. უახლოეს მომავალში ჩინეთი „კოსმოსური ბურთის“ ცდებს ჩაატარებს. Zee News-ის ინფორმაციით, ერთი გაფრენა კოსმოსურ ტურისტს 77 ათასი დოლარი დაუჯდება.
იგეგმება, რომ სტრატოსტატის მეშვეობით ადამიანი სპეციალური კომბინეზონით სტრატოსფეროში ავიდეს. ეს არის ატმოსფეროს ფენა, რომელსაც 11-დან 50 კილომეტრის სიმაღლე უკავია. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ პირველ ცდებში მონაწილეობას მიიღებს მეწარმე, რომელსაც ეს იდეა ეკუთვნის, ასევე პარაშუტით ხტომაში ჩემპიონი და საავიაციო ინჟინერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები