პროკურატურა აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად, რომლებიც პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას განახორციელებენ

საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად, რომლებიც პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას განახორციელებენ. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს ან ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს

“კონკურსი 3 ეტაპიანია: 1. განაცხადების გადარჩევა 2. ტესტირება 3. გასაუბრება

კონკურსში წარმატებული კანდიდატები, შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით სტაჟიორებად დაინიშნებიან.

სტაჟირება ანაზღაურებადია
სტაჟიორების ხელფასი 1390 ლარის ოდენობით იქნება განსაზღვრული

საკონკურსო განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 10 ივნისიდან – 30 ივნისის ჩათვლით
შემდეგი საიტის მეშვეობით: https://vacancy.hr.gov.ge/დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროკურატურის ვებგვერდს – WWW.POG.GOV.GE ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები