“თავისუფალი დემოკრატები” პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ 

“თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ყველა რეგიონში პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამის შესახებ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. ალასანიას თქმით, მათ პრეზიდენტის ინსტიტუტის სამართლიანობის იმედი აქვთ.
„როგორ წარმოვიდგენდი, რომ 2012 წლის ცვლილების მერე, რომელიც მოვიდა დიდი ბრძოლით, დიდი ფიზიკური დაპირისპირებით, გვახსოვს, წინა რეჟიმი როგორ ახშობდა ყველა მართალ სიტყვას, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ და ოთხი წლის თავზე ისევ პროკურატურასთან ვაპროტესტებთ ამ ხელისუფლების უსამართლობას. ეს არის ის დიდი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ივანიშვილმა და ახლა უკვე მისმა მართულმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინაშე. ამის გამოსწორება ისევ ხალხს შეგვიძლია”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები