მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” აქცია მიმდინარეობს
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” აქცია მიმდინარეობს. ისინი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების დამნაშავედ ცნობას აპროტესტებენ.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ირაკლი ალასანიამ, ზურაბ აბაშიძემ და ლევან სამუშიამ.
როგორც სამუშიამ განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი ნატოს სტანდარტების შესაბამისი კავშირგაბმულობის სისტემის დანერგვისთვის არიან მსვრდებულები.
აქციას შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები.