პროკურატურასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია

მთავარ პროკურატურასთან ”თავისუფალი დემოკრატების” მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე უკვე მივიდნენ პარტიის ლიდერები. პროკურატურასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დაგეგმილი აქციის გამო გორგასლის ქუჩა გადაკეტილია.
„ეს არის პროტესტი უსამართლობის – იმის წინააღმდეგ, რომ ამ ქვეყანაში სამხედრო სამსახური ისჯება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა.
პარტიის ორგანიზებით მთავარ პროკურატურასთან აქცია 14:00 საათზე დაიწყება. ”თავისუფალი დემოკრატების” წევრები და მხარდამჭერები, უბრალო მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული 5 პირის დამნაშავედ ცნობას გააპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები