„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა“ თბილისის სამ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა“ თბილისის სამ უნივერსიტეტში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და თავისუფალ უნივერსიტეტში, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის საათის ფარგლებში”, საჯარო ლექცია გამართა.
სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ აპარატის წარმომადგენლებისთვის დაესვათ სხვადასხვა შეკითხვები და დისკუსიაშიც ჩართულიყვნენ. ამავე ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ვიქტორინა, საინფორმაციო პოსტერების გამოფენა და მოეწყო ფოტოგადაღებაც. ვიქტორინაში გამარჯვებულ მონაწილეებს აპარატისგან სამახსოვროდ სხვადასხვა ნივთიც გადაეცათ. 20 მაისს გამართული საჯარო ლექციის ფარგლებში, აპარატის თანამშრომლებმა სტუდენტებს, ახალი მობილური აპლიკაციის Inspect 2 – ის შესახებაც ამცნეს, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება. “კიბერ-კვირას” ინფორმაციით, აპლიკაცია კიდევ უფრო გაამარტივებს საზოგადოების აპარატთან ურთიერთობის შესაძლებლობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ფიზიკური პირები დარღვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მათთვის საინტერესო შეკითხვებს აპარატს, ახლა უკვე აპლიკაციის მეშვეობითაც მიაწვდიან. “ვუერთდებით ამ მეტად მნიშვნელოვან დღესასწაულს და დღევანდელი ღონისძიებებით, გვსურს წვლილი შევიტანოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის პროცესში,“- განაცხადეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.
აღსანიშნავია, რომ “პერსონალური მონაცემების დაცვის საათის” ფარგლებში, თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, გორის და თელავის მომსახურების სააგენტოებში მოქალაქეებს საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები