ირაკლი შოთაძე ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გმობს ხურჩაში მომხდარ დანაშაულს და დაღუპული გიგა ოთხოზორიას ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, ქართველი სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია მკლელობის ჩამდენი პირის ვინაობა და საქმეზე სამართლებრივი გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.
“მინდა მივუსამძიმრო გიგა ოთხოზორიას ოჯახს, ამ საზარელი დანაშაულის გამო, ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ამ საქმეს, ჩვენ დადგენილი გვყავს კონკრეტულად ამ მკვლელობის ჩამდენი პიროვნება და უახლოეს დღეებში ამ საქმეზე მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები