დავით ბაქრაძემ ნიდერლანდების ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში, შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან იოჰანეს დუმასთან.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო ნიდერლანდების, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს როლს და მნიშვნელობას.
ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
დავით ბაქრაძემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე, დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და მიღწევების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო სახელმწიფო მინისტრის ჰააგაში მაისის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები