ტელესკოპმა „ჰაბლმა“ მარსის ახლო ხედი გადაიღო
ტელესკოპმა „ჰაბლმა“ დედამიწის და მარსის მაქსიმალური მიახლოების მომენტი გამოიყენა და „წითელი პლანეტის“ ფოტო დააფიქსირა. ეს ფოტო კოსმოსურმა ტელესკოპმა 80 მილიონი კილომეტრის დისტანციიდან გადაიღო და მასში პლანეტის დეტალების გარჩევაა შესაძლებელი.
კადრში, კერძოდ, მარსის პოლარული ქუდები და ღრუბლები, ერთ-ერთი ვულკანი, ასევე „არაბული მიწის“ სახელით ცნობილი ამაღლებული ადგილი მოხვდა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარსზე ცუნამის კვალია აღმოჩენილი, რომელიც 3 მილიარდი წლის წინ ასტეროიდის დაცემის შედეგად მოხდა. ეს ადასტურებს, რომ „წითელ პლანეტაზე“ ადრე ოკეანეები იყო.