პატიმარ ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

პატიმარ ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა ტარიელ ფოცხვერიას ავადმყოფობის ისტორია და დაადგინა, რომ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი ყველა საჭირო პროცედურა უტარდება საქართველოში.
„ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მიუხედავად იმისა, მსჯავრდებულია იგი თუ არა. ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა ტარიელ ფოცხვერიას ავადმყოფობის ისტორია და დაადგინა, რომ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი ყველა საჭირო პროცედურა უტარდება საქართველოში. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული და მისი ოჯახის წევრები გადაწყვეტენ საკუთარი ხარჯებით საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელებას, მათ შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების თხოვნით, და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ჯანდაცვის უწყება მზადაა, ჩაერთოს სამედიცინო დაწესებულებასთან კომუნიკაციაში და ხელი შეუწყოს პაციენტის საზღვარგარეთ კლინიკაში მკურნალობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები