დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ „ვარდების მოედანს“ ძველი სახელწოდება უნდა დაუბრუნდეს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ „ვარდების მოედანს“ ძველი სახელწოდება – „რესპუბლიკის მოედანი“ უნდა დაუბრუნდეს. „ამ საკითხის განხილვა თბილისის საკრებულოს კომპეტენციაა. შესაბამისად, დადგენილი წესით დედაქალაქის საკრებულო განიხილავს ამ საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩემი პოზიციაა, რომ უნდა გადაერქვას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საკრებულოს წევრი თედო კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ „ვარდების მოედანს“ „რესპუბლიკის მოედანი“ დაერქვას. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძე „ვარდების მოედნისთვის“ ძველი სახელის -„რესპუბლიკის მოედის“ დაბრუნებას ითხოვს. კომისიის თავმჯდომარის ინიციატივაზე დღეს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით, თედო კობახიძემ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები