მამუკა მდინარაძეს სურვილი აქვს, წერტილი დაუსვას დავით კოღუაშვილთან დაკავშირებულ გაურკვევლობას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრი მამუკა მდინარაძე გამოთქვამს სურვილს, „ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაუსვას“ დავით კოღუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით დავით კოღუაშვილს მიაჩნდეს, რომ ვიღაც იყო ნიჭიერი, სხვას მიაჩნდეს, რომ არ იყო ნიჭიერი, თუმცა, თუ ვინმე ნიჭიერი იყო, ეს არ უნდა მოხმარებოდა ბოროტებას. „კონტექსტი, რომელიც მე გავიგე, ეს არის დეკლარირებულიც, ეს არის  ჩვენი შინაგანი პოზიციაც, რომ თუკი ვინმე იყო განათლებული, თუკი ვინმე იყო ხუთ უნივერსიტეტდამთავრებული და ა.შ. მას ეს ყველაფერი უნდა მოეხმარებინა ქვეყნის კეთილდღეობისათვის. უნდა მოეხმარებინა თითოეული მოქალაქისთვის და არა იმ ბოროტებისთვის, რაც ჩვენ წინა ხელისუფლებისა და რეჟიმის სახით მივიღეთ. ეს არის ძალიან მოკლე განცხადება, რომელიც ამ საკითხს ნათელს მოჰფენს. დამატებითი კითხვები არ უნდა დაისვას“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები