ქეთევან ციხელაშვილი ხურჩაში მომხდარ მკველელობას ეხმაურება – მომხდარი სხვა მხარის ინტერესშია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ხურჩაში მომხდარ მკველელობას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ მომხდარი სხვა მხარის ინტერესშია.
ციხელაშვილის თქმით, ქართული მხარე ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რათა მომხდარს სათანადო შეფასება მიეცეს. ამასთან, გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები.
როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვებული იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები.
„რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში არ არის, ზოგადად სიტუაციის ესკალაცია. ეს, როგორც ჩანს, არის სხვა მხარის ინტერესში. ყველასთან გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია.
მთავარი დამნაშავე, მთავარი გარემოება სიტუაციაში გახლავთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციები და ის ვითარება, რომ ადგილზე არ გახლავთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები.
საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნას დაშვებული საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან. პირადად მეც ვესაუბრე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს, რომ დადგენილი ყოფილიყო ზუსტი გარემოებები. ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ, პირველ რიგში, ამას მიეცეს სათანადო შეფასება. ასევე გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურჩასთან საქრთველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე. წ რუსმა მესაზღვრეებმა 19 მაისს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები