მიხეილ ჯანელიძე: უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ხელს არ შეუშლის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს

 

„უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ხელს არ შეუშლის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს“ – ამის შესახებ განმარტება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, ამ პროცესში განსაკუთრებული არაფერია, რადგან ევროკავშირი თავის რეგულაციებს მუდმივად ცვლის.
„ეს არის საერთო ცვლილება, რომელიც საერთოდ ევროკავშირის პოლიტიკას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ეხება. ევროკავშირის ყველა წევრ და მომავალ ქვეყანასაც შეეხება, ამიტომ აქ განსაკუთრებული სიახლე არაფერია. ევროკავშირი თავის რეგულაციებს ცვლის მუდმივად. მუდმივი პროცესი არის და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ხელს არ შეუშლის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს“,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში დღეს უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმზე მსჯელობენ. შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, რა შემთხვევაში და რა პროცედურებით შეიძლება ევროკავშირის სახელმწიფოებს უვიზო რეჟიმის შეჩერება ვიზალიბერალიზაციით მოსარგებლე ქვეყნებისთვის.
აღნიშნული მექანიზმი, როგორც უკიდურესი ზომა აქამდეც არსებობდა, თუმცა ევროკომისიის ინიციატივით მასში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.
ევროკავშირში განმარტავენ, რომ ეს არის მექანიზმი, რომელიც აქამდეც არსებობდა, თუმცა არასოდეს გამოყენებულა. ახლა კი მხოლოდ მისი გადახედვა ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები