იანოშ ჰერმანი ვერ აკონკრეტებს, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ვერ აკონკრეტებს, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას, თუმცა აღნიშნავს, რომ პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.
როგორც ელჩმა ჟურნალსიტებთან საუბარში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულმა პროცესებმა ახლა უკვე ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში გადაინაცვლა.
„შარშან ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და მასში წერია, რომ საქართველომ ყველა იმ მიზანს მიაღწია, რომელიც იყო გათვალისწინებული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით, ახლა უკვე პროცესმა გადაინაცვლა ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში, განხილვა მიმდინარეობს სხვადასხვა კომიტეტში, ამ განხილვის დონე ნელ-ნელა ამაღლდება და ბოლოს მივა ყველაზე მაღალ დონეზე, როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროსაბჭოში. თუ მკითხავთ – როდის მოხდება ეს ყველაფერი, პასუხი ამაზე არ მაქვს, მაგრამ ერთადერთი ვიცი, რომ პროცესი სწრაფად მიმდინარეობს“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები