საქალაქო სასამართლოს ეზოში ლგბტ პირების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოს ეზოში ლგბტ პირების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საპატრიარქოსთან დაკავებული ლგბტ აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ.
პარალელურად საქალაქო სასამართლოში საპატრიარქოსთან დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესები იმართება.
ყველა დაკავებულზე ცალ-ცალკე პროცესია დანიშნული. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 17 მაისს, გამთენიისას, 10 ლგბტ აქტივისტი დააკავეს. 3 მათგანი დააკავეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, ხოლო 7 – საპატრიარქოს შენობასთან, სტენსილების ხატვისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები