შალვა ხუციშვილი, ავტოსაგზაო შემთხვევებისას სიკვდილიანობის პრობლემის მოგვარებისთვის, ცალკე უწყების შექმნის ინიციატივით გამოდის

„საგზაო უსაფრთხოების კუთხით ცუდი სტატისტიკაა. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ მიმართულებით”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საგზაო უსაფრთხოების კუთხით ცუდი სტატისტიკაა. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, რამდენიმე უწყება მუშაობს ამ სფეროზე, თუმცა არ არსებობს ერთიანი მარკოორდინერებელი უწყება. თუ გადაიჭრება ეს საკითხი, ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტური იქნება“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
შს სამინისტროს ბოლო სამი თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6%-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები