დავით ნარმანია: გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მერია არ იღებს

თბილისის 144-ე ბაღის დირექტორის გათავისუფლების ფაქტს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მერი არ იღებს. მისივე თქმით, ბაღების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს, ვინ უნდა გათავისუფლდეს და ვინ არა.
“ბაღების ხელმძღვანელთა დაწინაურებისა თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მერია არ იღებს და, მით უმეტეს, მერი. ბაღების სააგენტო თავსი კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესის მიხედვით განსაზღვრავს, ვინ უნდა გათავისუფლდეს, ვის უნდა გადაეხადოს მადლობა. ასე რომ, დეტალურ ინფორმაციას სააგენტო მოგაწვდით“, – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 144-ე ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად ფინანსური დარღვევები სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები