კობა კობალაძე ჩინეთის ატაშეს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშეს ლიუ ვენდოუს შეხვდა.
როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა განიხილეს ვეტერანების მდგომარეობა საქართველოსა და ჩინეთში.
“როგორც ცნობილია, ჩინეთში ვეტერანების სამსახური საკმაოდ მაღალ დონეზე მუშაობს.სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიის თვალსაზრისით ეს ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა, ამიტომაც ატაშემ გამოცდილებები და მიღწევები გაუზიარა სამსახურის დირექტორს. დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები, საჭიროების შემთხვევაში ატაშე გარკვეული სახის დახმარებებსაც შესთავაზებს ქართულ მხარეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები