ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ასეულის დონის პირველი საველე სწავლება გაიმართა

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ასეულის დონის პირველი საველე სწავლება გაიმართა.
სწავლებას დაესწრნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები: ომარ ბეგოიძე და ნიკოლოზ აგლაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC), თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წევრები.
სწავლების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ, ლიტვისა და ნორვეგიის ელჩებმა განცხადებები გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები