შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკურსს აცხადებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” – აცხადებს ღია კონკურსს ჟურნალისტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის თემაზე: საგაზეთო სტატია ოჯახში ძალადობის შესახებ.
 მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტი – “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით.
პროექტს სრულად აფინანსებს ევროკავშირი.
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინფორმირების გზით.

 კონკურსის მოკლე აღწერა

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე დაწერილი სტატია, არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივნისისა.
ელექტრონული ფოსტის მისამართია: dv.geeu@gmail.com
შეფასების კრიტერიუმები:
თემატიკასთან შესაბამისობა;
არსებული გამოწვევების შესაბამისად წარმოდგენილი თემატიკა;
ინფორმატიულობა;
ლაკონურობა;
კრეატიულობა.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება ფასიანი პრიზებით. მთავარი პრიზი – ელექტრონული წიგნი – გადაეცემა პირველ ადგილზე გასული სტატიის ავტორს. მეორე ადგილზე გასული სტატიის ავტორი დაჯილდოვდება ფოტოკამერით, ხოლო, მესამე ადგილზე გასული სტატიის ავტორს გადაეცემა კომპიუტერული აქსესუარი. საუკეთესო სტატია გამოქვეყნდება სამ ადგილობრივ რეიტინგულ გაზეთში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართზე:
ტელ.: 599 897 779
ელ.ფოსტა: dv.geeu@gmail.com
საკონტაქტო პირი: მარიამ იობიძე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები