XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ რეგიონში პირველ კონცერტს დღეს გამართავს

XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დღეს რეგიონში პირველ კონცერტს გამართავს. ფესტივალის 2016 წლის პროგრამაში დედოფლისწყარო და მესტია შეირჩა. დედოფლისწყაროში საფორტეპიანო საღამო 16:00 საათზე გაიმართება. „კვირა“ დეტალებზე საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ერთ-ერთ ორგანიზატორსა და დამფუძნებელს, ქალბატონ მარიამ დავითაშვილს ესაუბრა.

– ჩვენი ფესტივალის ფორმატია, რომ კონცერტები როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ჩატარდეს. ყოველწლიურად სხვადასხვა რეგიონს ვირჩევთ. ძირითადად, გვინდა ისეთ რაიონებში ჩავატაროთ საღამოები, სადაც მოსახლეობა ცოცხალი შესრულებით განებივრებული არ არის. წელს ჩვენ ავირჩიეთ დედოფლისწყარო და მესტია. დედოფლისწყაროში კონცერტი ეძღვნება ცნობილ მეცნიერს, ქართული სამედიცინო სკოლის ფუძემდებელს ალექსანდრე ალადაშვილს, რომლის დაბადებიდან 140 წელი სრულდება. იგი წარმოშობით დედოფლისწყაროდან იყო. სპეციალურად ამერიკიდან ამ საღამოსთვის ჩვენი ფესტივალის დიდი მეგობარი და ალექსანდრე ალადაშვილის შვილთაშვილი, ცნობილი პიანისტი ედიშერ სავიცკი ჩამოდის.
– ფესტივალი რეგიონებში ყოველწლიურად გადის, როგორ ხვდება მსმენელი…13219579_1302103299818275_410457983_n
– ფესტივალის რეგიონებში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან თბილი საღამოები ეწყობა ხოლმე. მოსახლეობა მოწყურებულია ასეთ კონცერტებს, საღამოებს. განსაკუთრებით ახალგაზრდობაა დაინტერესებული. დღევანდელ კონცერტში მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცნობილ პიანისტთან ერთად მონაწილეობენ კონსერვატორიის ახალგაზრდა სტუდენტები. მათთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია, როცა შესაძლებლობა აქვთ, ედიშერ სავიცკის გვერდით გამოვიდნენ. ედიშერს ამერიკაში წარმატებული კარიერა აქვს, როგორც პიანისტს, შემსრულებელს ასევე პედაგოგს. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სამუსიკო აკადემიის პროფესორი გახლავთ.
– რეგიონში მეორე კონცერტი მესტიაში იგეგმება…
– 24 მაისს, 17:00 საათზე , კონცერტს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გავმართავთ, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ვუძღვნით. კონცერტში მონაწილეობს სიმებიანი კვარტეტი. საღამო საინტერესოა იმით, რომ დაესწრება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის თავმჯდომარე, ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი.
– რეგიონების შერჩევა როგორ ხდება?
– რეგიონებს ჩვენ თვითონ ვარჩევთ. გვინდა, რომ მათთან ასეთი სახით ინტეგრაცია მოვახდინოთ, რეგიონის მოსახლეობასთან ახლოს ვიყოთ და არ დავივიწყოთ ისინი…

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები